06 დეკემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ელექტროენერგიის საყოველთაო გაძვირება - სემეკის გადაწყვეტილება მთელ საქართველოს ეხება

დენის ტარიფი პირველი იანვრიდან ძვირდება. თბილისელებისთვის ელექტრონერგიის ფასმა ერთ კილოვატ საათზე ერთნახევარი თეთრით მოიმატა, რეგიონებში დენის ღირებულება 1,28 თეთრით გაიზარდა. სემეკ-მა სამომხმარებლოსთან ერთად, არასაყოფაცხოვრებო ტარიფიც დაადგინა და დენი მსხვილ კომერციულ ობიექტებსაც გაუძვირა.

ტარიფის გაძვირების მიუხედავად, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა „თელასიც“ და „ენერგო-პრო ჯორჯიაც.“ ისინი თანხის უფრო მეტად გაზრდას ითხოვდნენ.

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში კომპანიების პრეტენზიებს არ იზიარებენ. ტარიფის მატებას კი დიდი ოდენობის ინვესტიციებსა და მოხმარების გაზრდას უკავშირებენ.

ეკონომისტები თანხმდებიან, რომ სემეკის მხრიდან ეს მოსალოდნელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ასევე საერთოა ექსპერტების შეფასება, რომ მოსახლეობის მდგომარეობა ტარიფის ზრდით უფრო დამძიმდება. 

ოპოზიცია ელეტროენერგიის გაძვირებას აპროტესტებს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები