27 დეკემბერი 2024,   01:47
ვრცლად
აფეთქება სიღნაღში - დაიღუპა 11 წლის ბავშვი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქების შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა 1 საათის წინ ბეგიაშვილების ოჯახში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რამაც ტექნიკის აფეთქება გამოიწვია.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედიკოსებს მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები