22 დეკემბერი 2024,   06:23
ვრცლად
2 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი კლინიკა "გლობალ მედის" მედპერსონალს ადანაშაულებს

2 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი კლინიკა "გლობალ მედის" მედპერსონალს ადანაშაულებს.

მშობლები ეჭვობენ, რომ მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა.

ბავშვი კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით პარასკევს მიიყვანეს, თუმცა მდგომარეობის გართულების შემდეგ ის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილის ოჯახი ასევე ითხოვს ბავშვის მკურნალ ექიმებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ. კლინიკა „გლობალ მედიში“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები