22 დეკემბერი 2024,   06:11
ვრცლად
პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სამ-საათიანი ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კვლავ მართვით სუნთქვაზეა.

თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხების სამსახური ტერორიზმის ხელშეწყობას ედავება, ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს.

“პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, იმყოფება ისევ მართვით სუნთქვაზე. ჰერმოდინამიკური მაჩვენებლები კვლავ სტაბილურად შენარჩუნებულია. ღრმა კომატოზური მდგომარეობაა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმედ ითვლება პაციენტი,“-განაცხადა თელავის რეფერალური კლინიკის დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

ოჯახის მტკიცებით, სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმმა უფლებამოსილებას გადააჭარბა და ახალგაზრდას ძილში ესროლეს.

მომხდარს პანკისის ხეობაში პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობა და უხუცესები ქუჩაში ორჯერ გამოვიდნენ და ხელისუფლებას მიმართვა გაუგზავნეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები