22 დეკემბერი 2024,   07:32
ვრცლად
აუდიო-ვიდეოჩანაწერები, თვალთვალისას გადაღებული ფოტოები - პანკისის ხეობაში დაკავებულების ადვოკატებს მასალები გადასცეს

პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებული 4 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს.

თითოეულის შემთხვევაში საქმე 10-ზე მეტ ტომს და რამდენიმე ათეულ დისკს მოიცავს. ადვოკატების განმარტებით, საუბარია აუდიო და ვიდეოჩანაწერებზე, ასევე თვალთვალისას გადაღებულ ფოტო სურათებზე.

„ბადურ ჩოფანაშვილს წარედგინა ბრალი გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ტერორისტებთან კავშირს, დახმარებას და ხელშეწყობას. კატეგორიულად უარყოფს ყველაფერს, კონკრეტულად ჩვენება მას ჯერ არ მიუცია, მაგრამ რაც შეეხება ბრალს, ბრალში ჩამოთვლილ ფორმულირებას და იმ მტკიცებულებებს კატეგორიულად უარყოფს,“-განაცხადა ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ.  

ინტერესების დამცველთა განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ და უარყოფენ კავშირს ახმედ ჩატაევთან.

დაკავებულებს გამოძიება ტერორიზმის დაფინანსებასა და მხარდაჭერას ედავება.

ამავე თემაზე
დღის ამბები