22 დეკემბერი 2024,   07:24
ვრცლად
ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა - ევროსასამართლომ ქვეყანას შესაძლოა სანქციები დაუწესოს 

ევროსასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებისა და ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში რჩება.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.

მე-9 პენიტენციური დაწესებულების უფროსისთვის გაგზავნილ წერილში მიზეზები განმარტებული არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ კანონით დადგენილ ვადაში მსჯავრდებულს გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნება.

შუამდგომლობის ხელახლა განხილვა 6 თვეში მოხდება. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანას სანქციები ემუქრება.

„ხელისუფლება არ აპირებს როგორც ჩანს მის გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილება არსებობს. პრინციპში მოსალოდნელიც იყო იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ პარლამენტში გაკეთებული განცხადებები, ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, ქალბატონი წულუკიანის განცხადება. ამ ადამიანებისთვის როგორც ჩანს არაფერს არ ნიშნავს სტრასბურგის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ შესაძლოა ჩვენმა ქვეყანა მიიღოს ამის გამო საკმაოდ ცუდი სიტუაცია იმ გაგებით, რომ მინისტრთა კომიტეტმა შესაძლოა სანქციებიც კი დაუწესოს,“-აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

დღის ამბები