22 დეკემბერი 2024,   05:43
ვრცლად
დენის გაძვირების შემდეგ შესაძლოა წყლის გადასახადიც გაიზარდოს

დენის გაძვირების შემდეგ შესაძლოა წყლის გადასახადიც გაიზარდოს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

სემეკის ბოლო სხდომაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, „რუსთავის წყლისა“ და „მცხეთის წყლის“ სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებენ, რომლებიც ძალაში მომდევნო 3 წლის განმავლობაში იქნება.

გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით კი დენის ტარიფი გაიზრდება როგორც კერძო, ასევე კომერციული მომხმარებლისთვის. თბილისში ელქტროენერგიის ფასმა ერთ ნახევარი თეთრით, ხოლო რეგიონებში დენის ღირებულება 1,28  თეთრით გაიზარდა.

„ეს არის წელს ბოლო სატარიფო სხდომა, ამით დასრულდება სატარიფო საკითხების განხილვა კომისიაში,“-აცხადებს სემეკის პრესსპიკერი ქეთევან ბერიკაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები