22 დეკემბერი 2024,   06:51
ვრცლად
არეულობა ბათუმში - სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მერაბ ღოღობერისი ადვოკატი მიმართავს 

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაზე დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი სასამართლოს დღეს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.

ბრალდებულის ინტერესების დამცველის განცხადებით, ბრალდებას საქმეში მტკიცებულებები არ აქვს.

დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ელოდება.

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია 8 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრის პირველ რიცხვებში უნდა გამოაცხადოს.

გუშინდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა  თქვა ირაკლი ჩხიკვაიამ.

ბრალდების მხარე მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავება. 

დღის ამბები