22 დეკემბერი 2024,   07:15
ვრცლად
სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სპეცრაზმელების დასჯას ითხოვს

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელების დასჯას ითხოვს.

ოჯახის მტკიცებით, სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდას ძილში ესროლეს. 

„ვითხოვთ სიმართლის დადგენას, მაგ სპეცოპერაციის წევრია თუ რა ჭირი და სატკივარია, მაგის სასტიკად დასჯას. ჩემს თვალწინ უნდა გაასამართლონ ეგ ნაძირალა. როგორც კი კარები შეამტვრიეს, მაშინვე სროლის ხმა იყო. წინააღმდეგობის გაწევას ვერ მოასწრებდა,“-აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი. 

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და პანკისის მცხოვრებლები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში  იმყოფებიან. ოჯახი მათი შვილის ტერორისტებთან კავშირს გამორიცხავს. მაჩალიკაშვილის მშობლები ამბობენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევს არ იცნობდა.  

„ეს სპექტაკლი რომ გაითამაშეს მე არ ვიცი რაში სჭირდებოდათ, სადღაც სისხლი ჭირდებოდათ, ზოგი დაიჭირეს, ჩემი შვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, რომელიც არაფერშია დამნაშავე. მე არ დავკმაყოფილდები მანამ, სანამ ამის დამკვეთი ან ვინ დაჭრა სასამართლოს წინაშე არ წარდგებიან,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

დღის ამბები