22 დეკემბერი 2024,   05:49
ვრცლად
ყაჩაღობა ვაკეში - დამნაშავეებმა ბინიდან უცხოურ ვალუტაში რამდენიმე ათასის ოდენობის თანხა წაიღეს

ყაჩაღობა ვაკეში - მარუხის ქუჩაზე ნიღბიანმა პირებმა საცხოვრებელი ბინა დააყაჩაღეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბიზნესმენ ლევან ხუროძის ბინაში შეიჭრნენ და ფული წაიღეს.

ბინაში გამთენიისას შეიჭრნენ და გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 1000 ევრო და 2 ათას 500 ფუნტი.

ამ დროისთვის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, თუმცა ვაკე-საბურთალოს რაიონულ განყოფილებაში გამოკითხვები გრძელდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებებს არავინ დაუკავებიათ.

დღის ამბები