22 დეკემბერი 2024,   06:11
ვრცლად
თებერვლიდან სამარშრუტო ტაქსები 14 ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებისთვის გამოყოფილ ადგილზე გაჩერდებიან

თბილისის მერია დედაქალაქის ქუჩებში შექმნილი საცობების განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალ პროექტს იწყებს. თებერვლიდან სამარშრუტო ტაქსები 14 ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებისთვის გამოყოფილ ადგილზე გაჩერდებიან.

ინიციატივა ეტაპობრივად სხვა ქუჩებზეც გავრცელდება. სამართალდამრღვევ მძღოლები დაჯარიმდებიან, როგორც სანებართვო პირობების დარღვევისთვის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, რაც ჯამში 300 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

 

 

 

დღის ამბები