27 დეკემბერი 2024,   07:29
ვრცლად
მუხთარლის ადვოკატებმა სასამართლოს აზერ შირინოვის წინააღმდეგ ახალი გამოძიების დაწყების შუამდგომლობით მიმართეს

თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატებმა სასამართლოს აზერ შირინოვის წინააღმდეგ ახალი გამოძიების დაწყების შუამდგომლობით მიმართეს. მოსამართლემ მუხთარლის უფლებადამცველთა თხოვნა არც დააკმაყოფილა და არც უარყო.

მუხთარლის მტკიცებით, ის თბილისიდან ქართველმა ძალოვანებმა გაიტაცეს და საზღვართან, აზერბაიჯანელ კოლეგებს გადასცეს, მათ შორის იყო აზერ შირინოვიც, რომელმაც ჟურნალისტი ბაქოს ციხეში მიიყვანა.

გამოკითხულთა შორის იყო მოწმე, რომელმაც სასამართლოს თავი მძღოლად გააცნო, ის ამტკიცებდა, რომ მან მუხთარლი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას მაშინ შეამჩნია, როდესაც მანქანას მართავდა. მოგვიანებით კი აღიარა, რომ მანქანის მართვა საერთოდ არ იცის.

სხდომაზე დასწრების უფლება მოსამართლემ დაინტერსებულ მედიასაშუალებებს არ მისცა. 

დღის ამბები