27 დეკემბერი 2024,   02:35
ვრცლად
რუსეთის ცესკომ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა, განაცხადი ცესკოში ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა გუშინ ჩააბარა. დღეიდან მას საარჩევნო კამპანიების ჩატარების უფლება ეძლევა. გარდა ამისა, რუსეთის მოქმედ ლიდერს შეუძლია საარჩევნო ფონდის ფორმირებისთვის ანგარიშიც გახსნას.

ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური განცხადება წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ის კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის, თუმცა 600 კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც მოქმედი პოლიტიკოსებიც შედიან, მას სრული მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა. 

დღის ამბები