27 დეკემბერი 2024,   05:14
ვრცლად
ულტიმატუმი შს მინისტრს - მწერლები ზვიად რატიანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ

ულტიმატუმი შს მინისტრს - ხელოვანები გიორგი გახარიასგან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით ადექვატურ რეაქციას ელოდებიან. მწერლების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საპოლიციო კონტროლის დროს ზვიად რატიანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილე პირები არ დაისჯებიან, ქვეყანას ფართომასშტაბიანი პროტესტი მოიცავს.

მწერლების პროტესტი შსს-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეო მასალის მცირე ნაწილების გასაჯაროვებას მოჰყვა. ასევე, სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ არხმა შსს-ს დაკვეთა შეასრულა.

შსს-მ პოეტ ზვიად რატიანის საქმის ვიდეო მტკიცებულებები გუშინ გაავრცელა. რამდენიმე წუთიანი ფრაგმენტები, რომლებიც მობილური ტელეფონით და პოლიციის შენობაში დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერით არის გადაღებული, მხოლოდ დაკავების მცირე ნაწილს ასახავს. სამი ვიდეო მასალიდან არცერთი არ არის გადაღებული პოლიციელების სამხრე კამერით.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ რატიანის საქმე პირველი პრეცედენტი არ არის, როდესაც ძალოვანი უწყება ცდილობს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება დამალოს.

ხელოვანები და სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც მაუწყებლის წინააღმდეგ ბოიკოტს უერთდებიან, ახსნა-განმარტებებს არხის ხელმძღვანელობისგან ხვალ პირადად მოითხოვენ. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომას დაესწრებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები