08 დეკემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ზვიად რატიანის საქმის განხილვა კულტურის სამინისტროში - შს მინისტრის მისვლის შემდეგ ვითარება დაიძაბა

კულტურის სამინისტროში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის შემდეგ ვითარება დაიძაბა. დაპირისპირება პოეტ ზვიად რატიანის საქმეს მოჰყვა, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. შეხვედრა, რომელსაც კულტურის მინისტრი, მწერლები და ყველასგან მოულოდნელად მისული შს მინისტრი ესწრებოდა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ის, დაახლოებით, 2 საათს გაგრძელდა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ის ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, დაკავშირებოდა მწერლებსა და პოეტებს და ამ თემაზე ესაუბრა, თუმცა მან ეს ვერ შეძლო.

„კურიერისთვის“ ცნობილია, რომ მწერლებთან შეხვედრის დროს გიორგი გახარია ტელეფონით პოეტ რატიანს ესაუბრა. 

მწერლების განცხადებით, კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შს მინისტრთან სიტყვიერი დაპირისპირება იყო. შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა დავით ტურაშვილი და ის „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. 

„სისტემური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, სისტემამ პასუხისმგებლობა იგრძნოს. პოზიცია ასეთი იყო, რომ მინისტრმა მაქსიმალურად ყველა შესაძლებლობა იმისთვის გამოიყენოს, რომ შიგნით ის ადამიანები, ვინც კანონს არღვევდნენ და უკანონოდ სცემდნენ ზვიად რატიანს, ეს ხალხი, მინიმუმ, ჩამოშორდეს გამოძიების პროცესში დაკავებულ თანამდებობას,“ - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები