07 დეკემბერი 2024,   06:33
ვრცლად
არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობა - 118-ე სკოლის დირექტორი ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს

თანატოლების მიერ ნაცემი მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს. 118-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ინციდენტი, დაახლოებით, სამი კვირის წინ მოხდა, თუმცა უცნობია დეტალები, მას სრულწლოვანი თვითმხილველი არ ჰყავს.

118-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტის დეტალებზე არ ისაუბრა. მისი თქმით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

სასწავლო დაწესებულებაში პოლიციაც იყო მისული, რომელიც მხოლოდ დღეს დაინტერესდა რამდენიმე დღის წინ მომხდარი კონფლიქტით.

დაშავებული მეხუთე კლასელი კი, რომელიც მშობლებმა მდგომარეობის გართულების შემდეგ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე საავადმყოფოშია. მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბავშვი სხვა სკოლაში გადაიყვანონ.

მოსწავლეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები