22 დეკემბერი 2024,   06:54
ვრცლად
"არ მინდა უსამართლობამ იზეიმოს" - ჩაბუქის მეუღლის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ქალებს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე იუსტიციის მინისტრს, პირველ ლედის, სახალხო დამცველს, იურიდიული და განათლების კომიტეტების, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვედრას სთხოვს.

თუბა ჩაბუქმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ქალებს მიმართავს. თურქი მასწავლებლის მეუღლის განცხადებით, ჩაბუქი საერთაშორისო პოლიტიკის ინტრიგებს ეწირება და ციხეში უსაფუძვლო მძიმე ბრალდებით იმყოფება.

წერილში გამოთქმულია იმედი, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიული განვითარების გზას და სამართლიანობა გაიმარჯვებს.

"არ მინდა უსამართლობამ იზეიმოს, არ მინდა ჩემმა შვილებმა რწმენა დაკარგონ. მათ დღეს ძალიან უჭირთ და მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ,” - წერს თუბა ჩაბუქი.

დღის ამბები