შეერთებული შტატები თურქეთის მოქალქეებისთვის ვიზების გაცემაზე შეზღუდვებს გააუქმებს. ვაშინგტონში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა ანკარამ ამერიკის საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე უარი თქვა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, თურქეთში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ვაშინგტონმა თურქეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა ოტქომბრის დასაწყისში, საელჩოს 2 თურქი თამნამშრომლის დაკავების შემდეგ შეაჩერა.