შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებულმა პირმა მიმდინარე წლის დეკემბერში ლიტველ ტურისტს ხელჩანთა გასტაცა, რომელშიც თანხა, სამკაულები და პირადი დოკუმენტები იყო.
ბრალდებულმა მის მიერ თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობის 15 ფაქტიც აღიარა.