22 დეკემბერი 2024,   07:23
ვრცლად
სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს და არც ბრალს აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ირაკლი ბენიას თქმით, მან არ იცის რატომ არ ასაჩივრებს გორნაკაშვილი 2 თვიან წინასწარ პატიმრობას.   

“ბრალს არ აღიარებს, თუმცა რატომ არ სურს ვერ გეტყვით, მას არ სურს, რომ გასაჩივრდეს აღნიშული გადაწყვეტილება. მე რა თქმა უნდა, ვურჩიე როგორც უფლებადამცველმა, თუმცა მე მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მისი თანხმობის გარეშე, თუ თვითონ არ სურს, ვერ გავასაჩივრებ. მის ბინაში როგორ აღმოჩნდა ეს დეტალები, მე ვერ ვისაუბრებ. მართალია ის ბინა გააქირავა, თუმცა ახმედ ჩატაევისთვის არ მიუქირავებია. გააქირავა ტურისტებზე, შესაბამისად, იქ როგორ აღმოჩდნენ ჩატაევი თუ სხვა ვინმეები, ჩემთვის უცნობია,“ - განაცხადა ზურაბ გორნაკაშვილის ადვოკატმა ირაკლი ბენიამ.

ავტორი:  ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები