დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსულ კავშირებზე მის მიმართ გამოძიება ობიექტური იქნება. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაზეთ "The New York Times"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტთან საუბრისას დონალდ ტრამპმა 16-ჯერ გაიმეორა, რომ რუს ოფიციალურ პირებთან არანაირი ფარული ურთიერთობა არ ჰქონია.
პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის უცნობია, როდის დასრულდება გამოძიება, რომელსაც ქვეყნის იმიჯისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს.