22 დეკემბერი 2024,   07:01
ვრცლად
სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები ავთენტურია - უკრაინის პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. ლუცენკოს უწყების ინფორმაციით, ხმები, რომლებიც სატელეფონო საუბრების ჩანაწერებში ისმის, ნამდვილად მიხეილ სააკაშვილს, სერგეი კურჩენკოსა და სევერიონ დანგაძეს ეკუთვნის.

უკრაინის გენპროკურატურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ წინასწარი ფონოსკოპიური ექსპერტიზა ჩანაწერებს სასამართლოს ნებართვით უკრაინის უშიშროების სამსახურის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ და სამეცნიერო -კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარეს. სწორედ ამ ჩანაწერების საფუძველზე ამტკიცებს ლუცენკოს უწყება, რომ მიხეილ სააკაშვილი კურჩენკოს დაფინასებით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა.

დღის ამბები