22 დეკემბერი 2024,   07:53
ვრცლად
ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამეგრელოს გუბერნატორს საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამეგრელოს გუბერნატორს, ლევან შონიას საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში ადანაშაულებს. პარტიაში განმარტავენ, რომ კომპანია „თაუნ პარკი“, რომელიც ქალაქში პარკირებას უზრუნველყოფს, სწორედ გუბერნატორის ბიზნეს ინტერესებში შედის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ანა წითლიძის ინფორმაციით, კომპანიას ბოლო 7 თვის განმავლობაში ბიუჯეტში არცერთი თეთრი არ შეუტანია.

„ჩვენი მოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 7 თვის განმავლობაში აღნიშნულ კომპანიას, გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში 100 ათას ლარზე მეტი არ შეუტანია, ეს მაშინ, როდესაც მოსაკრებლის აკრეფა მთელი ქალაქის მასშტაბით ხდება. ეს არის პირდაპირი დანაშაული და ეს არის ფაქტი იმის, როგორ იპარავენ ზუგდიდელების ფულს,“ - განაცხადა ანა წითლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ბრალდების ადრესატები არ პასუხობენ.

დღის ამბები