22 დეკემბერი 2024,   08:12
ვრცლად
მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - დაჭრილი ახალგაზრდის მშობლები ევროსასამართლოში მიდიან

მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდის მშობლები ევროსასამართლოში მიდიან. მშობლებს პასუხგაუცემელი კითხვები აქვთ შვილის დანაშულთან დაკავშირებითაც. ანტიტერორისტული ოპერაციისას მძიმედ დაჭრილი და დაკავებული მოზარდისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. 

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეცოპერაციის მეოთხე დღეს კიდევ უფრო დამძიმდა. ექიმებთან საუბრის შემდეგ 19 წლის ახალგაზრდის მამამ უცხოეთიდან სპეციალისტების მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ უიმედო მდგომარეობის გამო, შვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანოს.

თემირლან მაჩალიკაშვილისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე არ წაუყენებია ბრალი. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალის წარდგენის პროცედურას სპეციალურად აჭიანურებენ და სახელმწიფო პასუხისმგელობას ირიდებს.

ტერორიზმთან კავშირის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურს პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ამ დროისთვის 4 პირი ჰყავს დაკავებული. არ არის გამორიცხული, რომ დაკავებების სერია გაგრძელდეს. მარიამ კუბლაშვილმა, რომელიც მაჩალიკაშვილის გარდა, რუსლან ალდამოვის ინტერესებსაც იცავს, სკანდალური განცხადება გააკეთა. ის არ გამორიცხავს, რომ ჩატაევთან კავშირში მყოფთა წრე გაფართოვდეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები