22 დეკემბერი 2024,   07:50
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა - 4 მოსამართლე გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო

ორწლიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. საუბარია სამაუწყებლო კომპანიის იურისტების მიერ 2015 წელს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების შემდეგ გასაჩივრებულ იმ ნორმაზე, რომელიც შეუსაბამო ფასის გამო ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობას ქმნის.

9-დან 4 მოსამართლე გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, 5 კი მომხრე. უმრავლესობისგან განსხვავებული აზრი 4-მა მოსამართლემ 42 ფურცელზე გაწერა. გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინა იმერლიშვილს, მაია კოპალეიშვილსა და თამაზ ცაბუტაშვილს მიაჩნიათ, რომ „რუსთავი 2-ისა“ და TV “საქართველოს” იურისტების სარჩელი დასაბუთებული იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

კომპანიის წარმომადგენლები სამოქალაქო კოდექსის რამდენიმე მუხლის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმებას ითხოვდნენ. საუბარი იყო ე.წ. ამორალურ გარიგებებზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია „რუსთავი 2-ის“ იურისტისთვის. დიტო საძაგლიშვილს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის წევრთა უმრავლესობამ არა შინაგანი რწმენით, არამედ საქმისადმი პოლიტიკური ინტერესის გათვალისწინებით იმოქმედა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივზე „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორიც საუბრობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავის 2-ის“ საქმისთვის მას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. კომპანიის საქმე ახლა სტრასბურგის სასამართლოშია.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები