22 დეკემბერი 2024,   06:46
ვრცლად
თბილისში საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს - დამნაშავე ცეცხლსასროლი იარაღით მოქმედებდა

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ექსპრესბანკი დააყაჩაღეს. დამნაშავე ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა, ისმოდა სროლის ხმაც. თავდამსხმელი თანხას ითხოვდა. 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. 

როგორც ცნობილი გახდა, ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. 

შს სამინისტროში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს - 179-ე, ყაჩაღობის მუხლითა და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. 

დღის ამბები