06 დეკემბერი 2024,   07:56
ვრცლად
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის სარჩელი არ დააკმაყოფილა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის სარჩელი არ დააკმაყოფილა. უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიცია დაადასტურა, რომელმაც ოპოზიციის ლიდერს, ნასამართლეობის გამო, პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

სასამართლოს სხდომას თავად ალექსეი ნავალნი არ დასწრებია. მან განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს იმედი ისედაც არ ჰქონდა.

ოპოზიციის ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.

ნავალნის უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ალექსეი ნავალნის მხარს დაუჭერს.

ადვოკატი განმარტავს, რომ კიროვლესის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, რომლის გამოც ნავალნის ცესკო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ეუბნება, სტრასბურგის სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა.

დღის ამბები