06 დეკემბერი 2024,   09:08
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა რინგო სტარს და ბარი გიბს რაინდის წოდება მიანიჭა

ბითლსის და ბიჯიზის ვეტერანი მუსიკოსები 2018 წელს ახალი სტატუსით შეხვდებიან. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა რინგო სტარს და ბარი გიბს რაინდის წოდება მიანიჭა.

ელისაბედ მეორეს გადაწყვეტილების შესახებ საუბარია ტრადიციულ საახალწლო ბიულეტენში, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საპატიო წოდება რინგო სტარს და ბარი გიბს მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის და აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისთვის მიენიჭათ.

რინგო სტარი ჯერ კიდევ 1965 წელს გახდა ბრიტანეთის იმპერიის კავალერის ორდენოსანი. მუსიკოსებმა დედოფალს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს და საპატიო ტიტულები გარდაცვლილი კოლეგების ხსოვნას მიუძღვნეს.

დღის ამბები