07 დეკემბერი 2024,   05:39
ვრცლად
"ჩვენ არ გვინდა ომობანა, დავიღალეთ სისხლით, თუ პრემიერი დუელში გვიწვევს, მზად ვართ!" - პანკისელების გზავნილი ხელისუფლებას

"ჩვენ არ გვინდა ომობანა, დავიღალეთ სისხლით. თუ პრემიერი კვირიკაშვილი დუელში გვიწვევს, მზად ვართ!" - ასეთია პანკისის ხეობის გზავნილი საქართველოს მთავრობას.

ქისტები ცნობას მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყოველდღე ელოდებიან და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

დუისში განვითარებულ მოვლენებს კი ხელისუფლების მიერ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ ტერორად აღიქვამენ. პანკისში გამართულ აქციაზე ხელისუფლებას ხეობის მოსახლეობამ ულტიმატუმი წაუყენა.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია ხალხს უჩენს განცდას, რომ ხელისუფლებამ მაჩალიკაშვილი სამაგალითოდ დასაჯა და ეს იყო საერთო გზავნილი ქისტი ახალგაზრდებისთვის.

ქისტების გზავნილი საქართველოს ხელისუფლების და ძალოვანი უწყებების მიმართ ერთია - ითხოვენ, რომ ძალადობა, რომლსაც მათი მიმართ სისტემატიური ხასიათი აქვს, უნდა შეწყდეს.

თემირლან მაჩალიკაშვილის ამბავმა ხეობაში, თითქმის, ყველას ლოპოტას სპეცოპერაცია გაახსენა. გაახსენდათ ხელისუფლების დაპირებებიც და წინასაარჩევნო შეხვედრებიც. პროტესტის გრძნობა ადგილობრივებს, მომხდარის გარდა, მათ მიერ არჩეული დეპუტატის მიმართაც აქვთ.

პანკისის ხეობაში, თითქმის, არავის სჯერა, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორიზმთან ან ახმედ ჩატაევთან კავშირი ჰქონდა. ადგილობრივებისთვის აბსურდია სუს-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაც და აცხადებენ, რომ ხელში არა ხელყუმბარა, არამედ მობილური ტელეფონი ეჭირა.

კურიერის მიერ მოპოვებულ შეტყობინებებში, საბედისწერო გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მაჩალიკაშვილმა იუმორისტული ჟანრის ხმოვანი შეტყობინებები მის ბიძაშვილსა და თანაკლასელს სპეცოპერაციის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გაუგზავნა. კურიერის ინფორმაციით, მობილური ტელეფონი საგამოძიებო უწყებამ მტკიცებულების სახით ამოიღო.

ახლა პანკისის ხეობაში ყველა გამოძიების შედეგებს ელოდება. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებას პროტესტს ძალადობის გამო უცხადებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები