27 დეკემბერი 2024,   04:06
ვრცლად
ცირკს მიღმა დარჩენილები - სივრცის არქონის გამო, ჯამბაზები ერთმანეთის სახლებში ვარჯიშობენ

ცირკს მიღმა დარჩენილები - იმის გამო, რომ ჯამბაზებს სივრცე არ გააჩნიათ, სავარჯიშოდ ერთმანეთის სახლებში იკრიბებიან. ვარჯიში მორიგეობით უწევთ. ახალგაზრდა ჯამბაზებს მხოლოდ ერთი სურვილი აქვთ - შეძლონ საკუთარი პროფესიით უკეთეს პირობებში მუშაობა.

სარეპეტიციო ფართის მოთხოვნასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარყოფითი პასუხები მიიღეს. საქართველოს ცირკის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე დოკუმენტებით უკვე რამდენიმე წელია, სხვადასხვა უწყებაში ქართული ცირკის აღდგენის იმედით დადის.

70-მდე მსახიობი ახლა ომბუდსმენისგან ელოდება პასუხს, შეძლებენ თუ არა უკეთესი პირობებით საკუთარი პროფესიით მუშაობას და ქართული საცირკო ხელოვნების აღდგენას.

სახალხო დამცველს ვადა 10 სამუშაო დღე მისცეს.

იმ შემთხვევაში, თუ ომბუდსმენისგანაც უარყოფით პასუხს მიიღებენ, მსახიობები არ გამორიცხავენ, რომ სახალხო დამცველის ოფისთან შიმშილობა დაიწყონ.

 

 

 

დღის ამბები