08 დეკემბერი 2024,   18:59
ვრცლად
არცერთი ჩანაწერი არ აღბეჭდავს, როგორ დაიწყო კონტაქტი ზვიად რატიანსა და პოლიციას შორის - სოფო ვერძეული

„არცერთი ჩანაწერი არ აღბეჭდავს, როგორ დაიწყო კონტაქტი ზვიად რატიანსა და პოლიციას შორის,“ - ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, სოფო ვერძეულმა, განსხვავებულ აქცენტებში პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

იურისტის შეფასებით, საქალაქო სასამართლოს მიერ რატიანისთვის, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს, ჯარიმის დაკისრება სამართლიანი არ არის და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სოფო ვერძეულის თქმით, მტკიცებულებები, რომელიც შსს-მ წარმოადგინა, იყო პრობლემური და პოლიციელების ჩვენებები ურთიერთწინააღმდეგობრივი იყო. მისივე განცხადებით, გამოკითხული 2 სამოქალაქო პირი ჩვენებაში არ ადასტურებდა, რომ რატიანის მხრიდან უმისამართო გინება გაიგონა.

სოფო ვერძეულის თქმით, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ სამხრე კამერები არ ჰქონდათ და ვიდეოჩანაწერები პირადი მობილურით გადაიღეს.

იურისტის განცხადებით, ერთ-ერთი დასკვნის თანახმად, პოეტს ტვინის შერყევა და სხეულზე 10-ზე მეტი დაზიანება აქვს. 

დღის ამბები