08 დეკემბერი 2024,   20:00
ვრცლად
სამეურვეო საბჭოს შეუძლია, გენერალური დირექტორი გადააყენოს. მე ცოტა ეჭვი მეპარება - ქეთი მსხილაძე

„მე ვფიქრობ, ვასილ მაღლაფერიძე ცდილობდა, გაემართლებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ მასალის გაშვება იმით, რომ, თურმე, სხვა ტელევიზიებმა და სხვა მედიასაშუალებებმაც გაუშვეს ეს მასალა,“ - ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ქეთი მსხილაძე, საზოგადოებრივ მაუწყებლის მიერ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანის კადრების გაშვებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ, აღნიშნა, რომ მას ეთერში გასული მასალა მისთვისაც არ იყო მისაღები.

ქეთი მსხილაძე ვარაუდობს, რომ ვასილ მაღლაფერიძეს მიაჩნია, რომ ეს კადრები გასაშვები იყო.

„ცხადზე ცხადია, ეს რომ იყო უსინდისობა, ეს ბევრჯერ ვთქვი გუშინაც და გუშინწინაც. ეს იყო უსინდისობა, ცხადია, ამას ჟურნალისტიკას ვერ დავარქმევთ,“ - განაცხადა ქეთი მსხილაძემ.

ქეთი მსხილაძე აღნიშნავს, რომ ამ მასალის გაშვება ხელისუფლების გამართლებას ემსახურებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ის პასუხისმგებლობას იღებს.

„სამეურვეო საბჭოს შეუძლია, გენერალური დირექტორი გადააყენოს. მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ სამეურვეო საბჭომ ეს გააკეთოს,“ - აცხადებს მსხილაძე.

 

დღის ამბები