27 დეკემბერი 2024,   01:17
ვრცლად
ახალი წლის შესახვედრად მოქალაქეებს დედქალაქში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ელოდებიან

ახალი წლის შესახვედრად მოქალაქეებს დედქალაქში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ელოდებიან. გალა-კონცერტები ერთმანეთის პარალელურად გაიმართება. ესენია: ევროპის მოედანი, ვარკეთილში მედიათეკის მიმდებარე სკვერი და  გლდანი „სითი მოლის“ ავტოსადგომი.

კონცერტებში მონაწილეობას 125 შემსრულებელი მიიღებს. შესრულდება 200-მდე ნომერი. სამივე სცენა ერთმანეთს პირდაპირი ეთერის საშუალებით დაუკავშირდება.

რაც შეეხება დედაენის ბაღს, რომელიც დღის განმავლობაში დედაქალაქის მთავარი ეპიცენტრია, აქ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გრძელდება. 

დღის ამბები