27 დეკემბერი 2024,   01:30
ვრცლად
საგანგებო სცენა, "კურიერის" შიდა სამზარეულო, კურიოზები, შემაჯამებელი რეპორტაჟები - საახალწლო ეთერისთვის ყველაფერი მზად არის

საქართველოში ახალი წლის დადგომამდე 6 საათზე ცოტა რჩება. 2018 წლის შესახვედრად ემზადება რუსთავი2, რომელიც ტრადიციას არც წელს ღალატობს და, როგორც ყოველთვის, წელსაც მაყურებელს გრანდიოზულ და საოცარ სანახაობას ჰპირდება.

კურიერის დასრულების შემდეგ ჩვენს მაყურებელს კონცერტი ელოდება, რომელიც ერთდროულად 2 სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყება.

საახალწლო ეთერისთვის ყველაფერი მზად არის. ზუსტად 9 საათზე ტელეკომპანიის ეზოში მოწყობილი სპეციალური სცენიდან მაყურებელს მიმართავენ კურიერის წამყვანები და ჟურნალიტები.

შემაჯამებელი რეპორტაჟების გარდა, მაყურებელი ნახავს კურიერის შიდა სამზარეულოს, ნახავს, რა ხდება კულუარებში. კადრსმიღმა ამბებს გიორგი გაბუნია პირდაპირი ეთერის რეჟიმში აჩვენებს მაყურებელს.

გარდა ამისა, ტრადიციულად მაყურებელს ელოდება ჟურნალისტების  და პოლიტიკოსების კურიოზები.  

ამავე თემაზე
დღის ამბები