დედაქალაქი ახალი წლის შესახვედრად განსაკუთრებით ემზადება. მათთვის, ვინც გადაწყვიტა, 2018 წელს ღია ცის ქვეშ შეხვდეს, რამდენიმე ლოკაცია მოეწყო. ერთ-ერთ გალა კონცერტს უმასპინძლებს ახალი აღმაშენებელი.
თუმცა, საახალწლო კონცერტის გარდა, ახალი აღმაშენებელი 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს საახალწლო ბაზრობას. აქვე მოეწყობა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.
ასევე ახალ აღმაშენებელზე გამოიფინება ქართული ნაწარმი, რომლის დაგემოვნებაც და შეძენაც მოქალაქეებს შეეძლებათ.