27 დეკემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ბრძოლა თავისუფალი სიტყვისთვის და ხელისუფლების მცდელობა, გააკონტროლოს ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური არხი - რუსთავი2-ის საქმე

გარდა იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში რუსთავი2 მთავარ ახალ ამბებს აშუქებდა, თავადაც იყო ერთ-ერთი უმთავრესი ამბის მთავარი გმირი.

2015 წლის აგვისტოს დასაწყისში ქიბარ ხალვაშის სარჩელით დაიწყო, ალბათ, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. თუმცა, ქართული ოცნებისთვის ეს არის დავა კერძო საკუთრების, წილების და პროცენტების შესახებ. ჩვენ კი ვამტკიცებდით და ვამტკიცებთ, რომ რუსთავი2-ის სასამართლო პროცესი არის ხელისუფლების მცდელობა, გააკონტროლოს ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური არხი და ამით ბოლო მოუღოს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას.

საქართველოში ყველა სასამართლო ინსტანციაში მოსამართლეები ზეწოლას განიცდიდნენ. თამაზ ურთმელიძეს დედის დაპატიმრებით დაემუქრნენ, ნატა ნაზღაიძის ძმას მილიონიანი ქონება დაუბრუნეს, მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს სახელმწიფოს ხარჯზე დედის ბინაში ქირით ცხოვრება აპატიეს, უზენაესი სასამართლოში პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მუქარის შემცველი წერილები მიიღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, ღიად ამბობდა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხდებოდა.

თითქმის წელიწადნახევრიანი დავა წელს, თებერვალში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უზენაეს სასამართლოში ხელისუფლების კარნახით დაწერილი განაჩენი სულაც არ აღმოჩნდა ფინალური. ქართველი თემიდასგან განსხვავებით, ევროპულმა სამართალმა დაინახა, რომ რუსთავი2-ის საქმე არ არის, უბრალოდ, ბიზნესდავა და დემოკრატია საქართველოში გადასარჩენია.  

დღის ამბები