აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2018 ყვითელი ძაღლის წელია. ასტროლოგები ამბობენ, რომ ის მშვიდი, სტაბილური და მეგობრულია. ამასთან, 2018 წელი მიწის სტიქიას განეკუთვნება, ამიტომ სპეციალისტები გაავეებას და აგრესიას არ ელიან.
მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, წარმატებული წელი ელის მორიელს, ფავორიტია თევზები და ქალწული. ასევე პოზიტიური წელია მშვილდოსნისთვის და ლომისთვის. დანარჩენებისათვის საშუალო. გამოწვევები ელის თხის რქას, რომლისთვისაც ვარსკვლავური პერიოდი 2020 წლიდან იწყება.
ყვითელი ძაღლი წინდახედულობას, პრაგმატულობას მოითხოვს. წარმატებას მოუტანს ყველას, ვინც ამ პრინციპებს დაიცვას.
თუ ასტროლოგიას დავუჯერებთ, ყველაზე რთული დრო პოლიტიკაში დგება, რასაც ცვლილებებიც მოჰყვება.
ასტროლოგების რჩევით, პირველი სტუმარი სახლში ძაღლთან ერთად უნდა შემოვიდეს. საახალწლო სუფრაზე დომინანტი ხორცია.