რუსთავი2, როგორც ყოველთვის, დღესაც მაყურებელს გრანდიოზულ და არაჩვეულებრივ სანახაობას შესთავაზებს.
კურიერის დასრულების შემდეგ მაყურებელს კონცერტი ელოდება, რომელიც ერთდროულად 2 სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყება.
რუსთავი2-ის მაყურებლის საახალწლო განწყობაზე ყველა თაობის ცნობილი მომღერლები და სხვადასხვა მუსიკალური პროექტების მონაწილეები იზრუნებენ, რომლებიც განსხვავებული ჟანრის ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ.
“უცხოურიც გვაქვს, კლასიკაც გვაქვს, მთავარია, სიყვარულით აკეთო შენი საქმე. ვერც ვერავინ გადართავს პირველი წამიდან იმიტომ, რომ საოცარ სამყაროში მოხვდებიან,“ - განაცხადა კონცერტის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, მარინა ბერიძემ.