05 ოქტომბერი 2024,   22:12
ვრცლად
გაუფასურებული ლარი, გაზრდილი ფასები და უმუშევრობა - 2017 წელი მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის რთული აღმოჩნდა

2017 წელი სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა. საქართველოში ახალი წლის შემოსვლას ყველა ერთნაირად ვერ შეხვდა. არიან ოჯახები, სადაც ნაკლებად აქვთ საახალწლო განწყობა.  

ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების ფონზე, ოფიციალური მონაცემებით დასტურდება, რომ ფასებმა ყველაფერზე მოიმატა, მათ შორის გაძვირდა წამლები, სურსათი და საწვავი. წლის ბოლოს გაიზარდა კომუნალური გადასახადებიც.

რთული იყო 2017 წელი არა ერთი ოჯახისთვის. მათ შორისაა ბერუაშვილების 5 შვილიანი ოჯახიც, რომელიც თელეთში ცხოვრობს, ერთ ოთახში, სადაც ოჯახი უკვე წლებია სამადლოდაა შეფარებული. ამბობენ, რომ ბოლო 2 წელია სამუშაოს ვეღარსად პოულობს.

ფასების მატების ფონზე, არ შემცირებულა სიღარიბე და არ გაზრდილა სამუშაო ადგილების რაოდენობა.

განსხვავებულია მთავრობის წარმომადგენელთა ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. მმართველი გუნდის ვერსიით, 2017 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით თითქმის იდეალური იყო, ეკონომიკური ზრდა 4.8%-ზე, ინვესტიციები კი ისტორიულ მაქსიმუმზე. თუმცა, იგივე ციფრები გვეუბნება, რომ ქვეყანაში გასულ წელს სიღარიბე არ შემცირდა და ვერ გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა.

ავტორები: მიხეილ სესიაშვილი, სოსო წიკლაური 

დღის ამბები