საქართველოში მაღალმთიან სოფლებში ზოგი ახალ წელს სიმარტოვეში შეხვდა, მათ გარშემო უბრალოდ არავინ არის. ისინი ცხოვრობენ მაღალ მთაში, მიტოვებულ სოფლებში სადაც ახალ წელს სტუმარი არ მიდის. ხადას ხეობა ღვთის ანაბარაა დარჩენილი.
ერთ-ერთ ასეთ სოფელში ორ დღიანი მცდელობის შემდეგ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებიც ავიდნენ და ყველაზე გულწრფელი დალოცვა და კეთილი სურვილები მოისმინეს ორი ქალისგან, რომლებიც ახალ წელს დათოვლილი მთების სიმარტოვეში შეხვდნენ.
ავტორი: გიორგი გვიშიანი