05 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია - ოჯახი აშშ-დან ქართველ მედიკოსს ელოდება

პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციისას მძიმედ დაჭრილი თემირლამ მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. 19 წლის ახალგაზრდას ოჯახი, შეერთებული შტატებიდან ქართველი მედიკოსის ჩამოსცვლას ელოდება.

პარალელურად, მაჩალიკაშვილები ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდებიან.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, მაგრამ ხელისუფლება დუმს. უმისამართო ტყვიამ შეიწირა, სადღაც რაღაც გამოიგონეს, სურათი გადაუღეს, ტელეფონის ნომერი გადააკეთეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი ეს უსასტიკესი დანაშაული გამოასწორონ," - აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

დღის ამბები