22 მაისი 2024,   18:09
ვრცლად
კიევის ცენტრი ისევ საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა-მოსახლეობა უფლებადამცველის, ირინა ნაზდროვსკაიას მკვლელობის გამოძიებას მოითხოვს

კიევის ცენტრი ისევ საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. მოსახლეობა ქალაქის პოლიცის მთავარ სამმართველოსთან შეიკრიბა და ძალოვანი უწყებისგან უფლებადამცველის მკვლელობის დროულ გამოძიებას მოითხოვს. გავლენიანი აქტივისტი, ირინა ნაზდროვსკაია 29 დეკემბერს გაუჩინარდა, პირველ იანვარს კი მისი ცხედარი მდინარეში აღმოაჩინეს.

ჯერ კიდევ გუშინ გამოძიებამ თვითმკვლელობის ვერსიაზე დაიწყო მუშაობა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. აქცია მისული უკრაინელი პოლიტიკოსები მკვლელობის ვერსიაზე მიუთითებენ და მომხდარს ნაზდროვსკაიას დის საქმეს უკავშირებენ.

უფლებადამცველის და, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, მას მანქანა დაეჯახა, რომელსაც ვიშგოროდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ნათესავი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. უკრაინელი დეპუტატებიის ინფრომაციით, ბოლო პროცესზე მოსამართლის ოჯახის წევრები უფლებადამცველს დაემუქრენენ და პოლიციას ამ ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. მომიტინგეებთან შესახევდრის შემდეგ პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ გამოძიებამ თვითმკვლელობის ვერსია უკვე გამორიცხა და საქმე განზრახმკვლელობის მუხლით აღძრა.

დღის ამბები