09 მაისი 2024,   00:25
ვრცლად
სამხრეთ კორეა მეზობელ ფხენიანს ახალი პოლიტიკური წლის დიალოგის რეჟიმში დაწყებას სთავაზობს

სამხრეთ კორეა მეზობელ ფხენიანს ახალი პოლიტიკური წლის დიალოგის რეჟიმში დაწყებას სთავაზობს. ოფიციალური სეული უმაღლესი რანგის შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის, რომელიც მათივე თქმით 9 იანვარს უნდა გაიმართოს. ამგვარად სეული კიმ ჩენ ინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ჩრდილო კორეის ლიდერმა საახალწლო მიმართვის დროს გააკეთა.

კიმ ჩენ ინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ფხენიანმა დაასრულა ბირთვული ძალების ფორმირების პროცესი და ასევე, ჩრდილო კორეელი სპორტსმენების ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ ფხენ-ჩხანში თებერვალში გაიმართება. ოფიციალური სეული კიმ ჩენ ინის ინიციატივას მიესალმა და მეზობელი ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების მიღებაზე მზად ყოფნა გამოთქვა.

დღის ამბები