22 მაისი 2024,   19:12
ვრცლად
ბრაზილიელი ძალოვანები ციხიდან გაქცეულ პატიმრებს ეძებენ - საპატიმროდან 100-ზე მეტი მსჯავრდებული გაიქცა

ბრაზილიელი ძალოვანები ციხიდან გაქცეულ პატიმრებს ეძებენ. 100-ზე მეტმა პატიმარმა გაქცევა საპატიმროში მომხდარი ბუნტის შედეგად მოახერხა. ამბოხს ციხეში მსხვერპლიც მოჰყვა. მედიის ინფრომაციით, არეულობის შედეგად 9 პატიმარი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. მსჯავდებულების უკმაყოფილების მიზეზი გაუსაძლისი პირობები გახდა. პატიმრების ნათესავების განცხადებით, მსჯავდებულები საპატიმროში არსებულ ანტი-სანიტარიას, საკვების უკმარისობას და ზედამხედველების მხრიდან სასტიკ მოპრყობას აპროტესტებდნენ. მათივე მტკიცებით, ციხეში ვითარებას ნარკო-კარტელების ლიდერები მართავდნენ, მათი მომხრეები კი ადმინისტრაციის მხრიდან პრივილეგიებით სარგებლობენ. ამხობის ჩასახშობად საპატიმროსთან სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა 26 გაქცეული პატიმრის დაკავება უკვე შეძლეს.

დღის ამბები