22 დეკემბერი 2024,   05:39
ვრცლად
პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვლავ უკიდურესად მძიმეა. უკვე ერთ კვირაზე მეტია, 19 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ექიმი უკვე გზაშია და ამერიკიდან მოფრინავს.

„შეცვლილი არაფერი არ არის, ისევ მძიმე მდგომარეობაში რჩება. კრიტიკულ მდგომარეობაში. რამენაირად იქნებ გადარჩეს,“ - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი, ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ მდგომარეობა კრიტიკულია.

ასევე, მათ უჭირთ საუბარი, რამდენად არის შესაძლებელი მისი ტრანსპორტირება იმ შემთხვევაში თუ გადაწყდება თემირლან მაჩალიკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანა.

„ექიმი, რომელიც გამოთქვამდა აზრს პაციენტის გადაყვანის თაობაზე, არ დაგვკავშირებია, ასევე, არ გამოჩენილა ის ექიმი, რომელსაც გუშინ საღამოდან ველოდებით. უაღრესაც რთული იქნება მისი ტრანსპორტირება და ძალიან დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული,“ - განაცხადა ექიმმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები