15 ოქტომბერი 2024,   23:28
ვრცლად
პანკისში სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თურქეთში არსებულ კლინიკას გადაეცა

პანკისში სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკას გადაეცა. ამის შესახებ განცხადება წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გააკეთა.

ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, კლინიკას ვითარების საფუძვლიანად შესწავლის მიზნით, ბოლო სამი დღის მონაცემები გადაეგზავნა. პასუხი, მიიღებს თუ არა მაჩალიკაშვილს მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულება, 48 საათში გახდება ცნობილი.

„ცოტა ხნის წინ იყო შეხვედრა ერთ-ერთი უცხოური კლინიკის მენეჯერთან, რომელმაც გაგვაცნო თავიანთი კლინიკის პოზიცია და ითხოვა დამატებითი ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბოლო სამი დღის მონაცემები, რათა უფრო საფუძვლიანად შეისწავლონ საკითხი და როგორც შეგვპირდნენ 48 საათში რაღაც დონეზე ინფორმაციას მოგვაწვდიან. ამჯერად ეს იყო თურქეთიდან,“-განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

დღის ამბები