22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
ყოფილი ენერგო ომბუდსმენის ინფორმაციით, "სემეკმა" დენის და წყლის ტარიფები კანონდარღვევით გაზარდა

ყოფილი ენერგო ომბუდსმენი "სემეკს" კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. დავით ებრალიძე აცხადებს, რომ დენსა და წყალზე ტარიფები "სემეკმა" უსამართლოდ და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გაზარდა, რადგან ტარიფის დადგენისას მარეგულირებელ კომისიას უნდა დაეთვალა, არა სამომავლო ინვესტიციების თანხა, არამედ უკვე განხორციელებული ინვესტიციების ხარჯები.

„ტარიფში შეიძლება მხოლოდ ხარჯების ასახვა და არა მომავალში გასაწევი თანხების ასახვა. შესაბამისად, იქ პირდაპირ წერია, რომ გაწეული ინვესტიციების ასახვა. მომავალში გასაწევი ხარჯების ასახვის შესაძლებლობას კანონი არ იძლევა. შესაბამისად, პირდაპირ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თუ მართლა ახლა აისახა ისეთი თანხები, რომელიც მომავალშია გასაწევი, ეს იქნება უკანონო, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. არის დიდი რისკი ასევე, რომ ეს ხარჯები ტარიფში იყოს ორჯერ ასახული,“ - განაცხადა დავით ებრალიძემ.  

დღის ამბები