11 ოქტომბერი 2024,   21:45
ვრცლად
მუცელში ბლაგვი საგნით დაჭრილი ქუჩის ძაღლი - სპეციალისტები ცხოველთა წამების გახშირებულ ფაქტებზე საუბრობენ

ცხოველთა წამების გახშირებული ფაქტების გამო სპეციალისტები სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა წალენჯიხის ქუჩაზე მოხდა, სადაც 3 იანვარს მუცელში ბლაგვი საგნით დაჭრილი ქუჩის ძაღლი იპოვეს.

ცხოველთა უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ასეთი ინციდენტები უმრავლეს შემთხვევაში რეაგირების გარეშე რჩება, ხოლო ცხოველთა მონიტორინგის სამსახური პრევენციისთვის აუცილებელ კამპანიას არ აწარმოებს.

უფლებადამცველების მიერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში, თუმცა ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის გახშირებულ ფაქტებს ადასტურებენ.

საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავაც.   

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი განმარტავს, რომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, ჯარიმით ან ერთ წლამდე გამოსასწორებელი შრომით ისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლის დაჭრის ფაქტზე მოკვლევა ამ მუხლით უკვე დაიწყო. 

დღის ამბები