22 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
ორთაჭალაში დაჭრილი მამაკაცის საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ

შეიარაღებული დაპირისპირება ორთაჭალაში. ახალგაზრდებს შორის კონფლიქტს ათზე მეტი გასროლა მოყვა. მრავლობითი ჭრილობებით შეიარაღებული გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე დაცხრილულია 3 ავტომობილი, სადაც სავარაუდოდ დაჭრილი მამაკაცი თავდამსხმელის ემალებოდა. ადგილზე დილიდან ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. ბერძნის ქუჩაზე ყვებიან, რომ სროლის ხმა გვიან ღამით გაიგეს, თუმცა გასროლას წინ ხმაური და კონფლიქტი არ უძღოდა.

ორთაჭალაში მომხდარზე გამოძიება 18 -109, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას ჯერჯერობით დაკავებული არავინ ჰყავს.

დღის ამბები