15 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ილია მეორე ამბულატორიული კვლევის შემდეგ, საპატრიარქოში დაბრუნდა

ილია მეორე ამბულატორიული კვლევის შემდეგ საპატრიარქოში უკვე დაბრუნდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორეს თოდუას სამედიცინო ცენტრში გამოკვლევები ჩაუტარდა.

უწმინდესის მკურნალი ექიმის ინფორმაციით, პასუხები დამაკმაყოფილებელია და ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

დედაოები „კურიერთან“ საუბარში აღნიშნავენ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბრონქიტის გამო გაუარესდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, სამებაში ხვალისთვის დაგეგმილ საშობაო ლიტურგიას ილია მეორე დაესწრება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები